14 ოქტომბერს მორიგი დიდი გაფიცვა ათენში – როგორ იმუშავებს საჯარო ტრანსპორტი?

14 ოქტომბერს მორიგი დიდი გაფიცვა ათენში – როგორ იმუშავებს საჯარო ტრანსპორტი?
რკინიგზის ფედერაციამ გამოაცხადა 2025 წლის 14 ოქტომბერს, სამშაბათს, 24-საათიან გაფიცვაში მონაწილეობის შესახებ მატარებლის მარშრუტებზე, მათ შორის ათენის გარეუბნის მარშრუტებზე.

ΣΤΑΣΥ-ში 9 მუშათა პროფკავშირის ერთობლივი განცხადების თანახმად, მეტროს სამივე ხაზი და ტრამვაი, სავარაუდოდ, 2025 წლის 14 ოქტომბერს, სამშაბათს, 9:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებენ.

ავტობუსები და ტროლეიბუსები, არსებული ინფორმაციით, იმოძრავებენ 9:00 საათიდან 21:00 საათამდე, ფაქტობრივად, მოძრაობა სრულად 10:00 საათის შემდეგ აღდგება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების გაყვანა გზებიდან ნელ-ნელა 20:00 საათიდან დაიწყება.

საპროტესტი აქცია დედაქალაქის ცენტრში, სინდაღმაზე გაიმართება და უკავშირდება შრომის ახალ კანონპროექტს, რომელში შეტანილი ცვლილებებიც თანამშრომელთა ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.