5 ნიშანი იმისა, რომ არასაკმარის ცილას იღებთ
სხვადასხვა2025-10-15 13:05
თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც თვლის, რომ პროტეინის იგივე ცილის მიღება მხოლოდ კუნთოვანი მასის წარმოქმნასთანაა კავშირში, მაშინ იცოდეთ, რომ ცდებით. ცილა ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა. ის არის კუნთების, ფრჩხილების, თმისა და კანის ძირითადი საშენი მასალა და ამავდროულად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული ბალანსის დაცვაში. აუცილებელია, რომ ცილა თითოეული კვების შემადგენელი ნაწილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ცილის ნაკლებობა და შესაბამისად, სხვადასხვა ჩივილი განგივითარდებათ.