ბრიტანეთის შიდა სადაზვერვო სამსახური ქვეყნის პარლამენტის წევრებს აფრთხილებს, რომ ისინი ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ჯაშუშების სამიზნეები არიან

ბრიტანეთის შიდა სადაზვერვო სამსახური ქვეყნის პარლამენტის წევრებს აფრთხილებს, რომ ისინი ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ჯაშუშების სამიზნეები არიან
ბრიტანეთის შიდა სადაზვერვო სამსახური ქვეყნის პარლამენტის წევრებს აფრთხილებს, რომ ისინი ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ჯაშუშების სამიზნეები არიან. MI5-ის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ჯაშუშების მიმართ, რომლებიც ცდილობენ მათგან ინფორმაციის გამოძალვას მუქარის ან ფიშინგის გზით.

„როდესაც უცხო სახელმწიფოები იპარავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის შესახებ ან მანიპულაციებს ახდენენ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებზე, ისინი არა მხოლოდ აყენებენ ზიანს ჩვენს უსაფრთხოებას მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს“, – განაცხადა MI5-ის გენერალურმა დირექტორმა, კენ მაკალუმმა.

შიდა სადაზვერვო სამსახურმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, აკონტროლონ ხშირი თხოვნები პირად შეხვედრებზე.