"სიები ახლა დგება..." - რომელ ჯგუფებს შეიძლება გაუუქმდეს უვიზო მიმოსვლა და რას ამბობს წყარო ბრიუსელიდან?

"სიები ახლა დგება..." - რომელ ჯგუფებს შეიძლება გაუუქმდეს უვიზო მიმოსვლა და რას ამბობს წყარო ბრიუსელიდან?
შე­გახ­სე­ნებთ, 7 ოქ­ტომ­ბერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, რომ­ლი­თაც იოლ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის გა­უქ­მე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ საფრ­თხეს ან არ­ღვე­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

ბრი­უ­სე­ლი 2024 წლის შე­მოდ­გო­მის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სან­ქცი­რე­ბას, თუმ­ცა ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა წევ­რი ქვეყ­ნე­ბის - 27-ვე წევ­რის - კონ­სენ­სუ­სი, რაც არ არ­სე­ბობ­და - რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის უნ­გრე­თი და სლო­ვა­კე­თი, ამ ზო­მას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან.

მე­ო­რე გზა იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თან 2017 წლი­დან მოქ­მე­დი უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა, რაც კონ­სენ­სუსს არ სა­ჭი­რო­ებს. ამი­სათ­ვის "კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბაც“ არის საკ­მა­რი­სი.

"კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა“ ნიშ­ნავს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის 55%-ს, რაც ევ­რო­კავ­ში­რის მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 65%-ს შე­ად­გენს.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ თბი­ლი­სი გა­აფრ­თხი­ლა 2025 წლის ივ­ლის­ში გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, რო­მელ­შიც ითხოვ­და, რომ თბი­ლისს აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე გა­ეგ­ზავ­ნა გან­მარ­ტე­ბე­ბი. თბი­ლის­მა პა­სუ­ხი გაგ­ზავ­ნა.

ახლა კი, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა 3 წლით და­ინ­დონ.

4 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის ფრაქ­ცი­ამ ევ­რო­პარ­ლა­მენტს მო­უ­წო­და, ჩა­მო­არ­თვას 1000-დან 2000-მდე ქარ­თველ ჩი­ნოვ­ნიკ­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებს ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის უფ­ლე­ბა.

ამის შე­სა­ხებ 13 ოქ­ტომ­ბერს, ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და ფრაქ­ცი­ის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ნაჩო სან­ჩეს ამორმა. მას შემ­დეგ, რაც კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან დაბ­რუნ­და.

ამის მი­საღ­წე­ვად, ისი­ნი სთა­ვა­ზო­ბენ გა­მო­ყე­ნე­ბას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ 7 ოქ­ტომ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი­სა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­კავ­შირ­სა და მე­სა­მე ქვეყ­ნებს შო­რის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბას ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

რო­გორც ვი­ცით, სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბი უკვე გა­უქ­მე­ბუ­ლია, ახლა კი ისი­ნი ვი­ზის გა­რე­შე ვე­ღარც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ და სა­ელ­ჩო­ში მი­სუ­ლებს არც იმის გა­რან­ტია ექ­ნე­ბათ, რომ ვი­ზას მი­ი­ღე­ბენ.

ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა ეტაპ­ზეა და რა სქე­მით იმუ­შა­ვებს ბრი­უ­სე­ლი. ბრი­უ­სელ­ში ჩვე­ნი სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ას აძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ახ­დი­ნოს ამ მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბა გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ზე., სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ანუ შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სან­ქცია შე­ე­ხოს არა კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, არა­მედ კონ­კრე­ტულ სეგ­მენტს. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი, ასე­ვე კონ­კრე­ტულ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი, სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი - ისი­ნი, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გარ­კვე­ულ­წი­ლად, პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

"აქამ­დე თუ მათ რე­ა­ლუ­რად არ ჰქონ­დათ ამ­გვა­რი შერ­ჩე­ვის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი იყო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბი. ახლა არის კონ­კრე­ტუ­ლად პი­როვ­ნე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, მათ­ზე, ვი­საც რა­ღაც პო­ზი­ცია უკა­ვია (ჯერ­ჯე­რო­ბით ბო­ლომ­დე არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი ეს პო­ზი­ცი­ე­ბი) - ის შე­იძ­ლე­ბა იყოს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი, რო­მე­ლიც ან­ტი­ევ­რო­პულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, შე­იძ­ლე­ბა იმ მე­დი­ა­ში იყოს და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­პა­გან­დას ავ­რცე­ლებს, ვი­საც წვლი­ლი მი­უ­ძღვის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბა­ში, იყოს სა­გა­რეო და შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე ის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად უჭე­რენ მხარს იმ ძა­ლა­დო­ბას, რაც ქუ­ჩა­ში ხდე­ბა, ძა­ლოვ­ნე­ბი, ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბი გა­მო­აქვთ და სხვა. მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მი არ არის მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ ამ­გვა­რი შერ­ჩე­ვის მექ­ნიზ­მი კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ი­ღეს", - ამ­ბობს ჩვე­ნი წყა­რო. რო­გორც ის გვე­უბ­ნე­ბა, "და­სა­სან­ქცი­რე­ბელ­თა სია, რო­მე­ლიც ახლა დგე­ბა, საკ­მა­ოდ დი­დია"...

"ეს მე­ქა­ნიზ­მი ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ერ­თბა­შად, ან ნა­წილ-ნა­წილ გავ­რცელ­დეს. ამ მე­ქა­ნიზ­მის ასა­მუ­შა­ვებ­ლად ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი ქვეყ­ნი­დან ნა­ხევ­რის მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო და, შე­სა­ბა­მი­სად, ამის ამოქ­მე­დე­ბას, არა­ფე­რი უდ­გას წინ. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სა­დღაც მა­ინც აი­ღოს ვიზა, მაგ. უნ­გრეთ­ში და ისე გა­და­ვი­დეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და უნ­გრე­თიც შე­უ­ერ­თდეს მხარ­დამ­ჭერ ქვეყ­ნებს, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ უნ­გრე­თი მა­ინც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს მხო­ლოდ უვი­ზო გა­და­ად­გი­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა, არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად გა­მო­ცხად­დე­ბა და სა­ერ­თოდ ვერ შევა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში. რო­გორც უკვე ვთქვი, ამ ეტაპ­ზე სი­ა­ზე მი­დის მსჯე­ლო­ბა, რა­საც დიდი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს წყა­რო.

ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი:

- უნდა ით­ქვას, რომ ჯერ არა­ფე­რია გა­და­წყვე­ტი­ლი, უბ­რა­ლოდ, ევ­რო­კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი მან­და­ტი, რომ თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამა­ში კარ­გი ამ­ბა­ვია ის, რომ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ და­უ­წეს­დე­ბათ, ანუ ეს იქ­ნე­ბა შერ­ჩე­ვი­თი რე­ჟი­მი რა­ღაც ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­კო­მი­სია მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ ამას ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ. რა ჯგუ­ფე­ბი მო­ი­აზ­რე­ბა და, პირ­ველ რიგ­ში, ეს იქ­ნე­ბა ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის შე­ფა­სე­ბით, ეწე­ვი­ან ან­ტი­ევ­რო­პულ კომ­პა­ნი­ას და უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს, ტრა­დი­ცი­ებ­სა და კრი­ტე­რი­უ­მებს. რო­გორ შე­არ­ჩე­ვენ ამ ჯგუფს და ვინ იქ­ნე­ბი­ან მას­ში, ამის გან­ჭვრე­ტა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამას ვი­ხი­ლავთ მა­შინ, როცა ამის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­კავ­ში­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. იქ­ნე­ბა ეს 1000, 2000 თუ 5000 კა­ცი­ა­ნი სია, ეს არ ვიცი, ეს არის სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, და­ვე­ლო­დოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მა­ნამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ნა­ცარ­ში ქექ­ვა და მარ­ჩი­ე­ლო­ბა.

უნდა ით­ქვას, რომ უვი­ზო რე­ჟი­მი არ წარ­მო­ად­გენს გა­რან­ტი­ას, რომ თქვენ შეხ­ვალთ ქვე­ყა­ნა­ში. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას აქვს სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე შე­უშ­ვას თუ არ შე­უშ­ვას მო­ქა­ლა­ქე თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. იქ­ნე­ბა ეს უვი­ზო რე­ჟი­მის მოქ­მე­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, თუ არ იქ­ნე­ბა, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ქა­ლა­ქე აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს ვი­ზას, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მის­ცენ, შე­იძ­ლე­ბა - არა, ეს უკვე სხვა პრო­ცე­დუ­რაა.

სხვა ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­დას­ვლას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ უნ­გრე­თი თუ შე­უშ­ვებს მო­ქა­ლა­ქეს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ის მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლებს მას, რომ სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში არ უნდა გა­და­ვი­დეს, ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს უკვე იმა­ვე უნ­გრე­თის ავ­ტო­რი­ტე­ტის სა­კი­თხია და თუ ეს ასე მოხ­და, მა­შინ უნ­გრე­თის წი­ნა­აღ­მდე­გაც შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს რა­ღაც ში­და­ევ­რო­პუ­ლი სან­ქცი­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პულ კავ­შირ­ში მოქ­მედ შენ­გენ ზო­ნას, თუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მა­შინ უნ­გრე­თიც იქ­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი და­ექ­ვემ­დე­ბა­როს მას იმი­ტომ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ სა­ჭი­რო­ებს კონ­სენ­სუსს, ის შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ღე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის 15 წევ­რი ქვეყ­ნის მიერ, ოღონდ, ამ 15 ქვეყ­ნის კრებ­სი­თი მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა იყოს ევ­რო­კავ­ში­რის მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ზე მეტი. ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს გერ­მა­ნი­ას და საფ­რან­გეთს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქვეყ­ნებ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოქ­მე­დე­ბე­ბის და რი­ტო­რი­კის შე­დე­გად, ჩვენ არ გვაქვს დღეს ბრწყინ­ვა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ბევრ ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ქო­ნე­ბა აქვს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში და ისი­ნი უბ­რა­ლოდ, ვერ გან­კარ­გა­ვენ სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას და მათ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯს აზი­ა­ნებს. ვინც ახლა სარ­გებ­ლობს უვი­ზო რე­ჟი­მით (მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო ხომ არ არის), ყვე­ლამ იცის, რომ ეს სა­ერ­თო დის­კუ­სია მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით შექ­მნილ­მა პრობ­ლე­მებ­მა წარ­მოშ­ვა, ამი­ტომ ამ ქვეყ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხუ­ლია. ზო­გა­დად, ამის­თა­ნა სა­უ­ბა­რი, რომ თუნ­დაც რა­ღაც ნა­წი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ რომ იქ­ნე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლი უვი­ზო რე­ჟი­მი, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან ურტყამს ქვეყ­ნის პრეს­ტიჟ­საც და ავ­ტო­რი­ტეტ­საც.