ეგალეოში პოლიციამ ხუთშაბათს შუადღისას 75 წლის მამაკაცი დააკავა ქალიშვილის მკვლელობის მცდელობისთვის . არსებული ინფორმაციით, 75 წლის მამა დააკავეს იმის გამო, რომ მან 19 წლის ქალიშვილს კისერში დანა ჩაარტყა.
გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციით, თითქოს 19 წლის გოგონა დაშავდა მამის თვითმკვლელობის შეჩერების მცდელობისას.
ეგალეოში მამამ 19 წლის ქალიშვილს კისერში დანით ჭრილობა მიაყენა.